"კურსის დასრულების შემდეგ მალევე დავსაქმდი iOS დეველოპერად"

ბექა გოგიჩაიშვილმა სმარტ აკადემიაში iOS DEVELOPMENT WITH SWIFT-ის კურსი გაიარა და კურსის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
რა მოლოდინები გქონდა კურსთან დაკავშირებით?
ძალიან კმაყოფილი ვარ, კურსი იყო ძალიან საინტერესო და ინფორმაციული. ლექტორები იმდენად გულით ხსნიდნენ ლექციებს, რომ ჩანდა, თუ როგორ უყვართ თავიანთი საქმე. კურსის განმავლობაში, პრაქტიკულ დავალებაზე მუშაობა და ლექტორის მუდმივი უკუკავშირი, დამეხმარა მიმეღო ზუსტად ის ცოდნა, რაც მჭირდებოდა. სურვილი მქონდა, შემეძინა ახალი პროფესია, რომ სრულიად მომეცვა მობაილ დეველოპმენტი. კურსის გავლის შემდეგ ჩემი მოლოდინები სრულიად გამართლდა.
როგორ დაახასიათებ კურსის ლექტორებს?
ვასილი და ანზორი ნამდვილი პროფესიონალები და საუკეთესო ადამიანები არიან. იმის გარდა, რომ ძალიან კარგი ცოდნა და გამოცდილება აქვთ, ასევე შესანიშნავი გადმოცემის უნარი აქვთ. Ძალიან მეგობრულები არიან, ცდილობენ ლექციაზე მაქსიმალურად დაიხარჯონ.
რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოარჩევდი?
გამიჭირდება რომელიმე ლექცია გამოვარჩიო, რადგან ყველა მათგანი ინფორმაციული და საინტერესო იყო. iOS დეველოპმენტით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს ვურჩევ, გაიაროს ეს კურსი, რადგან პროგრამა ყველა იმ საჭირო კომპონენტს ფარავს, რაც უმცროს დეველოპერს სჭირდება სამსახურის დასაწყებად.
კურსის გავლის შემდეგ როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას?
კურსისგან მიღებულ ცოდნას უკვე ვიყენებ, რადგან დასრულების შემდეგ მალევე დავსაქმდი iOS დეველოპერად ერთ-ერთ კომპანიაში.
გაგვიზიარე, როგორი იყო სმარტ აკადემიასთან შენი გამოცდილება?
სმარტ აკადემიაზე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა. ეს არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული საუკეთესო გუნდი, რომელიც იდეალურად გეგმავს სასწავლო კურსს, როგორც შინაარსობრივად, ისე დროის თვალსაზრისით. ამისთვის, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ.